რას ამბობს კახა კალაძე ტრანსპორტირების საკითხზე?

რას ამბობს კახა კალაძე ტრანსპორტირების საკითხზე?

თბილისში სატრანსპორტო ქსელის ცვლელები აუცილებელი - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ რადგან მეც კერძო ავტომობილით გადავაადგილდები, ყოველდღიურად მეც საცობში სხვებივით მიწევს დგომა, მაგრამ მე ვერ ვიქნები მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი. 

მე ვარ მერი ბებიების, ბაბუების, რომლებიც ყოველიურად იყენებენ ტროტუარებს, იმ ახალგაზრდების, ვინც ყოველდღიურად იყენებს ელექტროსკუტერეს, ველოსიპედს, იმ მშობლების, ვინც დაღლილი ბრუნდება საღამოს და სურვილი აქვს გაასეირნოს შვილი, მათ შორის ეტლით “, – განაცხადა კალაძემ

კალაძის თქმით, 2012 წლამდე თბილისში დაახლოებით 180 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს კი 600 ათასზე მეტი გადაადგილდება.