ბაჩალიაშვილის Gmail-ზე და YouTube-ზე მოხდა წვდომა, რას ამბობს მიხეილ რამიშვილი?

ბაჩალიაშვილის Gmail-ზე და YouTube-ზე მოხდა წვდომა, რას ამბობს მიხეილ რამიშვილი?

მიხეილ რამიშვილი ავრცელებს შემდეგ ინფორმაციას, მისი თქმით 13-დან 18-მდე უცნაურადაა წაშლილი მონაცმები კომპიუტერიდან. ასევე თამარ ბაჩალიაშვილის Gmail-ის და Youtube-ის ანგარიშების გახსნა და მათზე წვდომა მოხდა, რის გამოც თეონა თამაზაშვილი ცუდად გახდა.

“დღეს თამუნას Gmail-ი გაიხსნა. მთელ იმ ინფორმაციიდან, რაც ფოსტაში იყო, რაც მოვახერხეთ დეტალურად გავეცანით. არის საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია. არის გარკვეულწილად რაღაც პერიოდები, სადაც დიდი კითხვის ნიშნებია. გარკვეული დრო 13-დან 18-მდე უცნაურადაა წაშლილი. ფოსტაში ძალიან ბევრი მიწერ-მოწერაა ყოველი დღის, მაგრამ 13-დან 18-მდე არანაირი მიწერ-მოწერა, არანაირი შეტყობინებები არაა, რაც გამოძებისთვისაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ვიღაცას აქვს წვდომა და ეს გადამოწმდება. რა ფორმით და როგორ, ამას გამოძიება დაადგენს. ჩვენსა და გამოძიებას შორის იყო პოზიციების სხვაობა, მაგრამ ბოლოს მაინც მივედით იქამდე რომ მკვლელობის ვერსიაზე სერიოზულად არის სამუშაო. Youtube-ზეც მოხდა შესვლა და დედისთვის ისეთი მტკივნეული იყო შვილის ნახვა, რომ თეონა ძალიან ცუდად გახდა და პოლიციის თანამშრომლები, ახალგაზრდა გოგონები, როგორც საკუთარ დედას ისე უვლიდნენ თამარის დედას. არის ძალიან ბერვი რამ იუთუბზე, რამაც ემოციური ფონი დაამძიმა და რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ვინც არ უნდა ეცადოს, ერთი წერტილი და მძიმე არ დააკლდება ამ საქმეს, რომ გაირკვეს სიმართლე,” – მიხეილ რამიშვილი.