რატომ სცადა მამაკაცმა ფოთში თავის დაწვა, ბენზინის საშუალებით?

რატომ სცადა მამაკაცმა ფოთში თავის დაწვა, ბენზინის საშუალებით?

ინციდენტი ფოთში - ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ფოთის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, თვითდაზიანების მიყენება სცადა. თამაზ გრატიაშვილმა სხეულზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა ივნისის თვეში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს გრატიაშვილი თამაზი.

დაკავებული პირი ამტკიცებს, რომ სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, რის გამოც სარჩელი შეიტანა გენერალურ ინსპექციაში.

ბრალდებული ასევე ავრცელებს შემდეგ ინფორმაცის იმის შესახებ, რომ პირს სიტყვიერ შეურაწყოფას აყენებენ სამართალდამცავები და სარჩელის გამოტანას თხოვენ.

"დღეს გადავისხი ბენზინი 5 ლიტრი და კიდევ ვაპირებ მსგავს რაღაცებს. არ წყდება ფიზიკური შეურაცხყოფები, დღეს დამირეკეს ტელეფონზე, დათო ოდიშარია პირადად მესაუბრა, რას აკეთებო, საჩივარი გამოიტანეო. უკანონობაა ქვეყანაში," - აცხადებს თამაზ გრატიაშვილმა.