მდ.რიონში გოგონას ამ დრომდე ვერ პოულობენ

მდ.რიონში გოგონას ამ დრომდე ვერ პოულობენ

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, 20 წლამდე გოგო, ცოტნე დადიანის ხიდის მოაჯირზე იჯდა და ხიდიდან გადახტა.

მდინარეში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, პროცესში ჩართულია 14 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი. ორი ნავი და ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას.

შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.