რის გამო მოხდა დიდუბეში აფეთქება?

რის გამო მოხდა დიდუბეში აფეთქება?

2 პირი დაზარალდა დიდუბეში აფეთქების შედეგად. ამჟამად ორივე პირის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი 29 წლის მამაკაცია, რომელსაც 13%-იანი დამწვრობა აღენიშნება სხეულის, ხოლო მეორე 68 წლის ქალბატონია, მას 25%-იანი დამწვრობა აქვს - აცხადებს დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე

"ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 2 პაციენტი. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად. ქალბატონი 68 წლის, სხეულის 25%-ის დაზიანებით, მეორე-მესამე ხარისხის სასუნთქი გზების დამწვრობით. დამწვრობა არის სახეზე, ორივე ზედა კიდურზე ცირკულარულად. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.

მეორე პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია 29 წლის, სადაც სახე და მტევნებია დამწვარი. მას დამწვარი აქვს სხეულის 13%, მეორე-მესამე ხარისხი, მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. ამ წუთებში, მიმდინარეობს მათი ინტენსიური მკურნალობა, მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია," - გუგა ქაშიბაძემ.

"თბილისი ენერჯის" წარმომადგენელის თქმით უყურადღებოდ იყო დატოვებული ბუნებრივი აირის ონკანი.

"პირველი დათვალიერებისას რაც ირკვევა, უყურადღებოდ იყო დატოვებული გაზის ონკანი, დანადგარის ონკანი. სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვება და შემდგომ აფეთქება. ასევე, ერთი შეხედვით რაც ჩანს ის არის, რომ აღნიშნულ ფართში ქსელი მოწყობილია თვითნებურად, მთელი რიგი დარღვევებით, რამაც სავარაუდოდ, შეიძლება გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა. მინდა ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და გაზის მოწყობილობები უყურადღებოდ," - "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი.