რიწის ხეობაში ახალგაზრდა გოგონა გაუჩინარდა

რიწის ხეობაში ახალგაზრდა გოგონა გაუჩინარდა

22 წლის გოგოს ეძებენ ოკუპირებულ აფხაზეთში რიწის ეროვნულ პარკში,

ქალი 12 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გაუჩინარდა, ძიება ხმელეთის პარალელურად მიმდინარეობს მდინარეშიც.

გოგონა იმყოფებოდა თავის მეწყვილესთან ერთად, აფხაზეთში ტურისტული მიზნით სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდნენ. მათი კვადროციკლი რიწის ხეობაში სეირნობის დროს გადავარდა.

მაშველებმა კვადროციკლი ხეობის პირას იპოვნეს, 22 წლის მამაკკცთან ერთად, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. გოგონა შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, რის გამოც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს წყალშიც.