როდიდან იწყებს რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის წარმოებას?

როდიდან იწყებს რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის წარმოებას?

კორონას საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების შესახებ განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, ამის შესახებ კი BBC წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეპარატს ეწოდება "სპუტნიკ V", აგვისტოს ბოლოს კი ხელმისაწვდომი გახდება.

ვაქცინის ტესტირებას ფილიპინებზე ჩაატარებენ.

პრეპარატის მასობრივ წარმოებას წლის ბოლოს გეგმავენ. თუმცა ჯანმოში აცხადებენ, რომ პრეპარატის უსაფრთხოებაში ეჭვი ეპარებათ, რადგან სათანადო კვლევები არ გაუვლია.

მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა რუსეთია.