როდიდან უქმდება ყვითელი ავტობუსები?

როდიდან უქმდება ყვითელი ავტობუსები?

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ყვითელი ფერის ავტობუსები აღარ იქნება, მოხდება მათი ჩანაცვლება.

„პარალელურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტობუსე ზოლების გაჩენა ქალაქში, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ავტობუსებმა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე შეძლოს მგზავრების გადაყვანა. როდესაც აგვირჩია თბილისის მოსახლეობამ ვთქვით, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული. ამიტომ არის, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და ის პროცესები, რომელიც დაწყებულია, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს“, – აღნიშნა კალაძემ.