რომელი სოფლები დააზარალა უხვ ნალექმა?

რომელი სოფლები დააზარალა უხვ ნალექმა?

უხვმა ნალექმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში, ვენახები დატბორა.

ადგილობრივი მოსახლეობის, პირმა, რომელსაც მოსახლეობასთან აქვს დავა საძოვრბის გამო, თვითნებურად გადაკეტა თოხლიაურის ხევი, რამაც გამოიწვია წყალმოვარდნა.

"კერძო პირია, გვარად არჩუაძე, რომელსაც სოფლის საძოვრებზე მოსახლეობასთან დავა აქვს. არ ვიცით, რა მიზნით, გადაკეტა სოფელ თოხლიაურის ხევი. მოვიდა ძლიერი წვიმა, ხევი გადმოვიდა და დაგვიტბორა ვენახები. ახლა ვადგენთ, რამდენი ოჯახია დაზარალებული" - განაცხადა ადგილობრივ პირმა.

ძლიერმა სეტყვამ დააზარალა სოფლები, წყაროსთავი და ნინოწმინდა, დაზიანებულია ხეხილის ბაღები, ქალაქ საგარეჯოშიც.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისა და ფართობის შესახებ ინფორმაციის გადამუშავება და დაზუსტება მიმდინარეობს ამ წუთებში ზუსტდება.