სად მიმდინარეობას "ბაუჰაუსის" თანამშრომლების ძიება?

სად მიმდინარეობას "ბაუჰაუსის" თანამშრომლების ძიება?

სამძებრო სამუშაოების მესამე დღე დაიწყო, გაუჩინარებული "ბაუჰაუსის" თანამშრომლების ადგილსამყოფელის დასადგენად. მაშველები არეალს აფართოვებენ, გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს მტკვარშიც ეძებენ. სამაშველო ბრიგადამ დილიდან დაიწყო ძიება მდინარეში, ამჟამად რამდენიმე ეკიპაჟია ჩართული.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. 
პოლიციის განყოფილებაში გუშინ ღამემდე მიმდინარეობდა ახალგაზრდების, მშობლების და მათი მეგობრების დაკითხვა.