სად შეუძლიათ მოქალაქეებს 200-ლარიანი დახმარების მიღება?

სად შეუძლიათ მოქალაქეებს 200-ლარიანი დახმარების მიღება?

დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგსიტრაცია მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვისცენტში შეეძლებათ.

"რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 18 წლამდე ასაკის მოქალაქეები სახელმწიფოსგან 200-ლარიან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. შესაბამისად, ჩვენი მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვისცენტრი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, იმისთვის, რომ მოსახლეობას მოვემსახუროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, ინტერნეტი არ ჰქონდეთ, აპლიკაციის შევსება გაუჭირდეთ. ამიტომაც, მინდა მივმართო მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემები აწუხებს - აუცილებლად მიაკითხეთ თქვენივე რაიონში არსებულ მუნიციპალურ სერვისცენტრებს. ჩვენი თანამშრომლები კუთვნილი დახმარების მისაღებად,
აპლიკაციის სწორად შევსებაში დაგეხმარებიან,"  - კახა კალაძე.

კალაძე ამბობს, რომ ერთი სერვისცენტრი დედაქალაქის მერიის შენობაშია, დანარჩენი კი 10-ვე რაიონშია.