სამართალდამცავებმა ორი ექიმი დააკავეს

სამართალდამცავებმა ორი ექიმი დააკავეს

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეობბრივი დაუდევრობის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, " თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს"-ს დირექტორი და ამავე კლინიკის ერთ-ერთი ექიმი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხებაში მიცემის შესახებ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულშ მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინკა - შპს " თბლისის ცენტრალურ საავადმყოფო"-ს მიმართა, სადაც მას ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია კონსულტაცია.

პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლელვის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. მაგრამ, აღნიშნული ოპერაცია, შპს "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო"-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად ჩაუტარა პაციენტს, ისე რომ ექიმს არ გააჩნდა დამოუკიდებელი საქეიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობით "ორთოპედია-ტრავმატოლოგია", ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა სხვა ექიმი, მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიო და/ან დროებითი სერთიფიკატი არც ერთ სპეციალობაში, იგი საავადმყოფოში კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა, ხელშეკრულების საფუძველზე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოპერაციის შემდგომ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და ოპერაციას იტალიელი ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებით ოპერაცია ჩაუტარდა 2018 წლის 10 დეკემბერს და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, ვ.ყ.-მ და მ.ხ.-მ ჩაატარეს, რომლებსაც არ გააჩნდათ შესაბამისი ლიცენზია. ექიმების უყურადღებობის და დაუდევრობის გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პაციენტისთვის ორივე ოპერაციის ჩატარების დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდამ რომელმაც სრულფასოვნად არ შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს და პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა უყურადღებოდ.

 

ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.