საქართველოში მე-19 პირი გარდაიცვალა კორონავირუსით, რას ამბობს მარინა ეზუგბაია?

საქართველოში მე-19 პირი გარდაიცვალა კორონავირუსით, რას ამბობს მარინა ეზუგბაია?

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა, რომლიც სახლში მკურნალოდა. პირს თავისი და უვლიდა და მასაც კორონავირუსი აღენიშნება - განაცხადა მარინა ეზუგბაია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ცნობილი კალათბურთელის, ვიქტორ სანიკიძის დედაა.

„ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე. მას მისი და უვლიდა. ისიც კოვიდინფირებული. მათი მეთვალყურეობა ჩვენს მიერ ხდებოდა. უშუალოდ, მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან.

დღის განმავლობაში რამდენჯერმე დგებოდა ჩვენი საუბარი. დაავადება ორივესთან მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორიც ახასიათებს ასეთ მოტეხილობას. პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო“ - მარინა ეზუგბაია.

შეგახსენებთ, გუშინ მე-18 პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც მცხეთის ცხელების ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაცვლილი 87 წლის ქალი, რუსთავის მკვიდრი იყო. როგორც ცხელების ცენტრში განაცხადეს, მას ე.წ კლასტერებთან კავშირი არ ჰქონია.