საზოგადოებრივი მაუწყებლობიდან თანამშრომელთა ევაკუაცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლობიდან თანამშრომელთა ევაკუაცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცხელ ხაზზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

ამ წუთებში შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს. 

არხის ადმინისტრაციამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამ წუთებში, პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.