თორნიკე რიჟვაძე: ჩვენ მშვიდად ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას და ასევე მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩავატარებთ დემოკრატიულ არჩევნებს

როგორც კი საარჩევნო აქტივობა კიდევ უფრო დინამიური ხდება, ოპონენტების თავდასხმა, ლანძღვა-გინება კიდევ უფრო მოიმატებს, თუმცა ჩვენ აბსოლუტურად მშვიდად ვუყურებთ ამ ყველაფერს ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველგვარ მორალს ცდება, როცა ოჯახის წევრებზე იაფასიანი პოპულიზმი და ჭორაობა მიდის, თუმცა როგორც რიჟვაძე აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეები შესაბამის დასკვნებსა და გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„ამიტომ ჩვენ მშვიდად ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას და ასევე მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩავატარებთ დემოკრატიულ არჩევნებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვინ იმსახურებს ნდობას და შესაბამისად დადგება ის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის კრიტულად მნიშვნელოვანია“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

Copyright © imedinews.ge