ველოდებით, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩევლების მოსყიდვის გარეშე ჩაივლის - ტუსკი

"ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩევლების ხმების მოსყიდვისა და მათი დაშინების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ დონალდ ტუსკი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ევროპის სახალხო პარტია" ელოდება, რომ საქართველოში წინაასააჩევნო კამპანია ამომრჩევლების ხმების მოსყიდვის, მათი დაშინების, პროტესტის დაუსჯელობისა და ადმინისტრატიული რესურსის ბოროტად გამოყენების გარეშე ჩაივლის. ისე, როგორც ეს ბოლო არჩევნების დროს, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, - წერს ტუსკი. 

მანამდე კი დონალდ ტუსკი რვა მარტის შეთანხმებისა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხსაც შეეხო. "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარემ საქართველოს ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

Copyright © mtavari.tv