ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრი?

ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრი?

მიხეილ სააკაშვილი წარადგინა "გაერთიანებულ ოპოზიციამ" და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

გრიგოლ ვაშაძემ პარტიის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა რამდენი საათის წინ, თუ რატომ და რის გამო მივიდა გუნდი ამ გადაწყვეტილებამდე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიაში" შემავალმა ყველა პარტიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, წარმოვადგინოთ, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების სწორად გაანალიზება მოხდეს და ამ გადაწყვეტილების მთელი მნიშვნელობა გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც არაფერი აღარ იყო დარჩენილი," - გრიგოლ ვაშაძე.

მიხეილ სააკაშვილი დღეს საღამოს განცხადებას გააკეთებს თავისი გეგმების შესახებ.