ქართველი ექიმები - "ვირუსს ბოლომდე ვერ გავაქრობთ"

ქართველი ექიმები - "ვირუსს ბოლომდე ვერ გავაქრობთ"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს.

ენდელაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მონაცემები პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან კორონა ვირუსის გავრცელების პროცესები კონტროლირებადია.

„კორონავირუსის შემთხვევები ძლიერად არ იმატებს. ბოლო პერიოდში ვირუსის მაჩვენებელი ორ ათეულს აღარ ასცდება, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ვირუსის ასეთ მატებას ველოდებოდით, თუმცა ცოტა შიში გვქონდა, რომ მეტი შემთხვევა დაფიქსირდებოდა.

კორონავირუსის დღევანდელი მაჩვენებლები საგანგაშო ნამდვილად არ არის, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი თავისით არ გაქრება. მთავარია, პროცესები დრამატულად არ განვითარდეს.

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ ვირუსს სრულად ვერ გავაქრობთ, რადგან ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ, ამიტომ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია“,- განაცხადა ენდელაძემ.